11/03/2024 11/03/2024 ,,წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, მოვიკრიბოთ ძალები მარხვის წინ, თავი დავაღწიოთ ამ ყოველდღიური საზრუნავების მორევს და დავფიქრდეთ მთავარზე: ჩვენს სულზე, მომავალ მარადიულ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ჩვენს ცხოვრებაში და რა უნდა მოვიმკათ…” საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ხორციელის კვირიაკეს, საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო...
11 Μαρτίου, 2024 - 17:06

,,წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, მოვიკრიბოთ ძალები მარხვის წინ, თავი დავაღწიოთ ამ ყოველდღიური საზრუნავების მორევს და დავფიქრდეთ მთავარზე

Διαδώστε:
,,წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, მოვიკრიბოთ ძალები მარხვის წინ, თავი დავაღწიოთ ამ ყოველდღიური საზრუნავების მორევს და დავფიქრდეთ მთავარზე

,,წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, მოვიკრიბოთ ძალები მარხვის წინ, თავი დავაღწიოთ ამ ყოველდღიური საზრუნავების მორევს და დავფიქრდეთ მთავარზე: ჩვენს სულზე, მომავალ მარადიულ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ჩვენს ცხოვრებაში და რა უნდა მოვიმკათ…”
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ხორციელის კვირიაკეს, საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირას დღეს, რომელსაც ეწოდება „ხორციელის კვირა“ და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
დღევანდელ დღეს არის ასევე საშინელი სამსჯავროს ხსენება, რადგან იკითხება სახარებიდან მაცხოვრის სწავლება საშინელ სამსჯავროზე.
ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოში, რომელსაც ხშირად ვკითხულობთ, ვაღიარებთ, რომ გვწამს უფალი ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც ხორცნი შეისხა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა და რომელიც კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა.
აი, ამ სამსჯავროზე ყოველი ჩვენგანი უნდა წარსდგეს და პასუხი აგოს თავისი ცხოვრებისთვის, თავისი საქმეებისთვის, სიტყვებისთვის და უფრო მეტიც, აზრებისთვისაც კი. ე.ი. უნდა მოიმკას ის, რაც დათესა. ჩვენი ცხოვრება უმეტესწილად გადის ამსოფლიურ, ყოველდღიურ საზრუნავებში და ვერ ვიცლით ხოლმე იმისთვის, რომ დავფიქრდეთ უმთავრესზე, მარადიულზე, თავს ვიმშვიდებთ ხოლმე იმით, რომ უფალი მოწყალეა, რადგან მან მიიღო უძღები შვილი, შეისმინა მეზვერის სინანული, აპატია გონიერ ავაზაკს და ვფიქრობთ, რომ ჩვენც მსგავსადვე შეგვიწყალებს და გვაპატიებს უფალი…
მაგრამ გვავიწყდება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ უძღებ შვილსაც, მეზვერესაც და გონიერ ავაზაკსაც ჰქონდათ ძლიერი რწმენა, უფლის სასოება და კიდევ რა ჰქონდათ, რა გამოავლინეს მათ? – დიდი სინანული. დავფიქრდეთ, გვაქვს ჩვენ ეს თვისებები? ანდა, დაგვრჩება დრო მათ მოსახვეჭად?
დიახ, უფალი მოწყალეა, რა თქმა უნდა, და მრავალმოწყალეა, მაგრამ წმინდა წერილიდან და წმინდა მამათა სწავლებიდან ვიცით ასევე, რომ უფალი მართლმსაჯულიც არის. წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „უყვარს წყალობა და მსჯავრი უფალსა“. ამიტომ იგი ასევე ამბობს: „წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო“. წმინდა ბასილი დიდი წერს, რომ ღმერთი დიდი სიბრძნით ავლენს თავის მოწყალებასაც და მსჯავრსაც, იმიტომ რომ არ სწყალობს განსჯის და მსჯავრის გარეშე და არც სჯის მოწყალების გარეშე. ამიტომ ჩვენ ნახევრად არ უნდა ვიცნობდეთ ღმერთს და მისი სიყვარული არ ვაქციოთ ჩვენი სიზარმაცის საბაბადო, – ამბობს წმინდა ბასილი.
ასევე წმინდა მოციქული პავლე გვაფრთხილებს, რომ არ უგულებელვყოთ ღმერთის სიკეთე და მოწყალება. უნდა შევიგნოთ, რომ უფალს ამ დიდი სიყვარულითა და მოწყალებით მივყავართ სინანულისკენ და ჩვენი უნანელობით, ჩვენი სიჯიუტით, თავად ვიმზადებთ რისხვას ღვთის სამართლიანი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის. აი, წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები.
ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, დიდმარხვამდე ერთი კვირით ადრე წმინდა ეკლესია თითქოს განგაშის ზარებს შემოკრავს და გვაფრთხილებს, რომ „სიკვდილი ცოდვილთა ბოროტ არს“ და რომ საშინელი სამსჯავრო არ არის ჩვენს შესაშინებლად მოგონილი ამბავი, არამედ ეს არის რეალობა, რომელზეც თავად უფალი იესო ქრისტე გვასწავლის. თუ გასულ კვირას უძღები შვილის იგავით ეკლესიამ გაგვახსენა ღმერთის მოწყალება და სიყვარული, დღეს ჩვენ მოგვიწოდებს სულიერი სიფხიზლისკენ, რომ დავფიქრდეთ, რადგან არ ვიცით, როდის დადგება ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი ჟამი და გვექნება თუ არა დრო და საშუალება, რწმენითა და სინანულით მივმართოთ უფალს.
ამიტომ წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, მოვიკრიბოთ ძალები მარხვის წინ, თავი დავაღწიოთ ამ ყოველდღიური საზრუნავების მორევს და დავფიქრდეთ მთავარზე: ჩვენს სულზე, მომავალ მარადიულ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ჩვენს ცხოვრებაში და რა უნდა მოვიმკათ.
და აი, ამ იგავით წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, რომ მოვემზადოთ სინანულისა და ღმერთთან შეხვედრისთვის. ინებოს უფალმა და შეგვაძლებინოს ღმერთმა, რომ ეს მოწოდება შევისმინოთ, ამინ!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ჩვენ ვლოცავთ ფართლაძეების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
➡ 10 მარტი, 2024 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων