31/05/2020 31/05/2020 წმინდა დიმიტრი იოანე მრისხანეს ვაჟი იყო. ის 1582 წელს დაიბადა. თეოდორე ივანეს ძის მეფობისას სახელმწიფოს ფაქტიურად მისი ცოლისძმა ბორის გოდუნოვი მართავდა. მან უფლისწული დიმიტრი დედასთან ერთად სამეფო კარიდან ქალაქ უგლიჩში გადაასახლა. ესეც არ აკმარა – უფლისწულს ათასნაირი ცილი დასწამა, უკანონო შვილიაო, მამასავით სასტიკიაო. ცილისწამების ბოროტმა თესლმა ბოროტი ნაყოფი გამოიღო: 1591 წლის 15 მაისს ძიძასთან ერთად...
31 Μαΐου, 2020 - 21:50

წმინდა კეთილმორწმუნე უფლისწული დიმიტრი უგლიჩელი, მოსკოველი (+1591) – ხსენება 15 (28) მაისს

Διαδώστε:
წმინდა კეთილმორწმუნე უფლისწული დიმიტრი უგლიჩელი, მოსკოველი (+1591) – ხსენება 15 (28) მაისს

წმინდა დიმიტრი იოანე მრისხანეს ვაჟი იყო. ის 1582 წელს დაიბადა. თეოდორე ივანეს ძის მეფობისას სახელმწიფოს ფაქტიურად მისი ცოლისძმა ბორის გოდუნოვი მართავდა. მან უფლისწული დიმიტრი დედასთან ერთად სამეფო კარიდან ქალაქ უგლიჩში გადაასახლა. ესეც არ აკმარა – უფლისწულს ათასნაირი ცილი დასწამა, უკანონო შვილიაო, მამასავით სასტიკიაო. ცილისწამების ბოროტმა თესლმა ბოროტი ნაყოფი გამოიღო: 1591 წლის 15 მაისს ძიძასთან ერთად მოსეირნე ყრმას მოგზავნილი მკვლელები თავს დაესხნენ და სიცოცხლეს გამოასალმეს. ყრმა უფლისწული უგლიჩის ფერისცვალების სახელობის კარის ეკლესიაში დაკრძალეს. მის საფლავთან ლოცვისას იმთავითვე ბევრი სასწაული ხდებოდა, ის განსაკუთრებით თვალმტკივნებს შეეწევა. 1606 წლის 3 ივლისს, როცა მისი საფლავი გახსნეს, წმინდა დიმიტრის სხეული უხრწნელი იხილეს.

— karibche.ambebi.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων