წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში აღევლინება ღვთისმსახურება და ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება
მათ შორის:
7 თებერვალს, პარასკევს
14:00 სთ. – თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო კონფერენცია: „დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა“;
16:00 სთ. – ლოცვა გელათის საკათედრო ტაძარში;
17:00 სთ. – ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში.
8 თებერვალს, შაბათს
09:00 სთ. – დავითობის წირვა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში;
10:00 სთ. – დავითობის წირვა თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში;
10:00-13.30 სთ. – მცხეთასა და თბილისში დავით აღმაშენებლის სახელობის ხეივნისა და ქუჩების კურთხევა, მოსახლეობის დალოცვა;
12:00 სთ. – მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში, სამღვდელოების პარაკლისი დიდგორის ველზე მდებარე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში; პარაკლისის შემდეგ ლოცვითი მსვლელობა მრევლთან ერთად მეფე დავითის მონუმენტამდე;
13:00 სთ. – თბილისის შემოსასვლელში მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის სამეფო გვირგინით შემკობა;
13:30 სთ. ლოცვითი მსვლელობა დავით აღმაშენებლის გამზირიდან (24 საჯარო სკოლის ტერიტორია) სამების საკათედრო ტაძრამდე და სამშვიდობო პარაკლისი.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი წლის მანძილზე გაიმართება.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










