17/10/2023 17/10/2023 11 ოქტომბერს, მოსკოვის დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში გამართულ სხდომაზე, წმინდა სინოდმა მოისმინა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მოხსენება რუსეთის იურისდიქციაში მყოფი საზღვარგარეთის ეპარქიებისა და სამრევლოების მდგომარეობის შესახებ, და მიიღო რიგი გადაწყვეტილებები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმიანობასთან დაკავშირებით. სხდომის მონაწილეებმა, კერძოდ, დაადგინეს არქიმანდრიტ ალექსანდრეს (ელისოვი) გათავისუფლება იერუსალიმში რუსეთის სულიერი...
17 Οκτωβρίου, 2023 - 13:25

წმინდა სინოდმა იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

Διαδώστε:
წმინდა სინოდმა იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

11 ოქტომბერს, მოსკოვის დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში გამართულ სხდომაზე, წმინდა სინოდმა მოისმინა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მოხსენება რუსეთის იურისდიქციაში მყოფი საზღვარგარეთის ეპარქიებისა და სამრევლოების მდგომარეობის შესახებ, და მიიღო რიგი გადაწყვეტილებები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმიანობასთან დაკავშირებით.

სხდომის მონაწილეებმა, კერძოდ, დაადგინეს არქიმანდრიტ ალექსანდრეს (ელისოვი) გათავისუფლება იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მადლობის გამოცხადებით გაწეული შრომისათვის და შემდგომი მსახურებისთვის გაგზავნილ იქნა იგი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მორჩილებაში.

იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა არქიმანდრიტი ბასიანე (ზმეევი).

წმინდა სინოდმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება მისიის ხელმძღვანელის მოადგილის, მღვდელმონაზონ დომეტიანეს (მარქარიანი) გათავისუფლების შესსახებ დაკავებული თანამდებობიდან მსახურებას იგი და მაიკოპისა და ადიღეს მთავარეპისკოპოს ტიხონის მორჩილებაში გააგრძელებს.

mospat.ru

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων