31/05/2020 31/05/2020 ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (კაცია) მარტვილის, სოფელი ბალდის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამღვარს არქიმანდრიტ ათენოგენეს მსახურება შეუჩერა. არქიმანდრიტის განცხადებით, მსახურების შეჩერება მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მხარდაჭერას და ღვთიმსახურებაში პატრიარქის მოუხსენიებლობას უკავშირდება. სასულიერო პირის თქმით, მეუფე გრიგოლს შეხვდრისას უთხრა: ვიდრე გარკვეულ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ვერ შეძლებს საღვთო ლიტურგიისას პატრიარქის მოიხსენიებას. ,,მე მივედი მეუფესთან და ვუთხარი, რომ არ...
31 Μαΐου, 2020 - 21:45

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირს მსახურება შეუჩერა

Διαδώστε:
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირს მსახურება შეუჩერა

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (კაცია) მარტვილის, სოფელი ბალდის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამღვარს არქიმანდრიტ ათენოგენეს მსახურება შეუჩერა.

არქიმანდრიტის განცხადებით, მსახურების შეჩერება მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მხარდაჭერას და ღვთიმსახურებაში პატრიარქის მოუხსენიებლობას უკავშირდება.

სასულიერო პირის თქმით, მეუფე გრიგოლს შეხვდრისას უთხრა: ვიდრე გარკვეულ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ვერ შეძლებს საღვთო ლიტურგიისას პატრიარქის მოიხსენიებას.

,,მე მივედი მეუფესთან და ვუთხარი, რომ არ შემიძლია ამ პატივში ამ ადამიანების მოხსენიება, ვიდრე ამას არ გამოძიებენ და ეკლესიას პასუხის არ ექნება. შემდეგ ძალოვანები იყვნენ მოსული, გადაგვიღეს. ალბათ, რომ არ მოვიხსენიებდი, ეს გადაიღეს. სამი დღის წინ მეუფემ დაგვიბარა. დაველოდებით მათ პასუხს“ – აცხადებს არქიმანდრიტი ათენოგენე.

არქიმანდრიტისთვის მსახურების შეჩერებას ადგილობრივი მრევლი აპროტესტებს. მათი განცხადებით, სხვა სასულიერო პირს მსახურების ჩატარების საშუალებას არ მიცემენ.

ავტორი: მერაბ ცაავა

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων