08/04/2021 08/04/2021 ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე საპატრიარქოში მღვდელმთავრები იმსჯელებენ, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა. „საპატრიარქოში დღეს მღვდელმთავრები იკრიბებიან. ეს არ არის პირველი პრეცენდენტი. ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა დღეს უფრო გაფართოებული იქება. მღვდელმთავრები იმსჯელებენ მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე. იცით, გუშინ მამა გრიგოლი, რომელიც მეუფე სტეფანემ მიავლინა...
08 Απριλίου, 2021 - 13:59
Τελευταία ενημέρωση: 08/04/2021 - 14:00

ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საპატრიარქოში მღვდელმთავრები იმსჯელებენ

Διαδώστε:
ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საპატრიარქოში მღვდელმთავრები იმსჯელებენ

ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე საპატრიარქოში მღვდელმთავრები იმსჯელებენ, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.

„საპატრიარქოში დღეს მღვდელმთავრები იკრიბებიან. ეს არ არის პირველი პრეცენდენტი. ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა დღეს უფრო გაფართოებული იქება. მღვდელმთავრები იმსჯელებენ მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე.

იცით, გუშინ მამა გრიგოლი, რომელიც მეუფე სტეფანემ მიავლინა ერთ-ერთ ტაძარში მსახურებისთვის, არ შეუშვეს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სასულიერო პირებმა, რომელთაც მღვდელმთავარმა მსახურების უფლება შეუწყვიტა, იქ მაინც იმსახურეს. ეს უხეში დარღვევაა და ელემენტარული ცოდნა სჭირდება, თუკი მათ აპელაციაზე შემოაქვთ საჩივარი, სანამ აპელაციის შედეგი არ დადგება, მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილონ. ეს კიდევ ერთი დარღვევაა, როდესაც მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას სასულიერო პირი უგულებელყოფს“, – განაცხადა მამა ანდრიამ.

სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.

სალხინოს მამათა მონასტერში იღუმენი გრიგოლ დარსალია ხარების დღესასწაულზე, ტაძარში მსახურებისთვის არ შეუშვეს.

 

imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων