ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან
ა.წ. 25 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და ამავე ეპარქიის სამღვდელო და სამონოზვნო დასი მიიღო.
სასულიერო პირებმა მის უწმინდესობას გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და შენდობა სთხოვეს ბოლო პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის.
მისმა უწმინდესობამ დალოცა ისინი და დასძინა: ,,თქვენ ყველანი ჩემს ხელში აღზრდილები ბრძანდებით, შვილებივით გაგზარდეთ, მამა-შვილური სიყვარულით და ეს სიყვარული უნდა დარჩეს.”
P.S. ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებამ სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქს საჩუქრად ხატი გადასცა.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










