26/01/2019 26/01/2019 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება. მსახურების დროს სიონის ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი იქნება გამობრძანებული. მორწმუნეებს ამ სიწმინდის მოლოცვა დღის ბოლომდე შეეძლებათ. წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი...
26 Ιανουαρίου, 2019 - 20:20
Τελευταία ενημέρωση: 26/01/2019 - 20:21

ხვალ ნინოობაა

Διαδώστε:
ხვალ ნინოობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.

მსახურების დროს სიონის ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი იქნება გამობრძანებული. მორწმუნეებს ამ სიწმინდის მოლოცვა დღის ბოლომდე შეეძლებათ.

წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა, ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მასთან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს – გარდაცვალება.

(interpressnews.ge)

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων