02/06/2023 02/06/2023 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენებას დღესასწაულობს. წმინდა ნინოს ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად...
02 Ιουνίου, 2023 - 18:30

1 ივნისს ნინოობაა – წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღე

Διαδώστε:
1 ივნისს ნინოობაა – წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენებას დღესასწაულობს.

წმინდა ნინოს ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.

რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა, წმინდა ნინო ვაზის ჯვრით საქართველოში IV საუკუნეში შემოვიდა, როდესაც ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალი ნანა იმყოფებოდნენ. წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.
ცნობისთვის, წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული და მორწმუნეებს შესაძლებლობა აქვთ, ნინოობის ყოველ დღესასწაულზე სიწმინდეს მიეახლონ.
ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნება ბოდბეში, სადაც წმინდანის საფლავია.

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων