19/02/2020 19/02/2020 შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე აქტუალური თემები. მათ შორის, იმსჯელეს 2020 წლის 9 თებერვალს მცხეთა-თბილისის სამღვდელოებასთან გამართულ შეხვედრაზე წამოჭრილი აქტუალური და პრობლემური საკითხების გადაჭრაზე, რა მიზნითაც: საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნას სასულიერო პირებისა და თეოლოგებისგან შემდგარი ლიტურგიკული საკითხების შემსწავლელი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მუდმივად იმუშავებს საქართველოს ეკლესიის პრაქტიკაში დამკვიდრებულ საღვთისმსახურო საკითხებზე მათი საერთო ფორმაში მოქცევისა და გამართულად ჩამოყალიბების მიზნით; ასევე...
19 Φεβρουαρίου, 2020 - 15:10
Τελευταία ενημέρωση: 19/02/2020 - 15:11

2020 წლის 17 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ანალიტიკური ჯგუფის მორიგი შეხვედრა

Διαδώστε:
2020 წლის 17 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ანალიტიკური ჯგუფის მორიგი შეხვედრა

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე აქტუალური თემები. მათ შორის, იმსჯელეს 2020 წლის 9 თებერვალს მცხეთა-თბილისის სამღვდელოებასთან გამართულ შეხვედრაზე წამოჭრილი აქტუალური და პრობლემური საკითხების გადაჭრაზე, რა მიზნითაც:

საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნას სასულიერო პირებისა და თეოლოგებისგან შემდგარი ლიტურგიკული საკითხების შემსწავლელი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მუდმივად იმუშავებს საქართველოს ეკლესიის პრაქტიკაში დამკვიდრებულ საღვთისმსახურო საკითხებზე მათი საერთო ფორმაში მოქცევისა და გამართულად ჩამოყალიბების მიზნით;

ასევე შეიქმნას სამღვდელოების მიერ თანამედროვე რეალობიდან გამომდინარე წარმოშობილი სხვადასხვა პრობლემური საკითხის შესახებ (საღვთისმსახურო თუ სოციალური მსახურების მხრივ) მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს საეკლესიო სწავლებებისა და სხვა ადგილობრივი ეკლესიების პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით გამოკვეთს;
დაიგეგმა კვლავ ჩატარდეს სამღვდელოთა გაფართოვებული შეხვედრები, რომლებზეც საინიციატივო ჯგუფების (საღვთისმსახურო საკითხების და სხვა აქტუალური თემების ირგვლივ) მიერ დამუშავებული საკითხები წარედგინება სამღვდელოებას შემდგომი განხილვის მიზნით.

 

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων