19/02/2021 19/02/2021 მათ მოინახულეს მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარი (ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2007 წელს), წმინდა იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრი, დალოცეს მისი თანამშრომლები და გორისა და ატენის ეპარქიის მრევლი. საგულისხმოა, რომ გორისა და ატენის ეპარქიაში წმინდა იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრთან არსებული უპოვართა სასადილო 2006 წლიდან არსებობს. აქ 250 ბენეფიციარს ემსახურებიან (2020 წლის პანდემიის პირობებში მათი...
19 Φεβρουαρίου, 2021 - 17:31

2021 წლის 18 თებერვალს გორისა და ატენის ეპარქიას რამდენიმე მღვდელმთავარი სტუმრობდა

Διαδώστε:
2021 წლის 18 თებერვალს გორისა და ატენის ეპარქიას რამდენიმე მღვდელმთავარი სტუმრობდა

მათ მოინახულეს მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარი (ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2007 წელს), წმინდა იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრი, დალოცეს მისი თანამშრომლები და გორისა და ატენის ეპარქიის მრევლი.

საგულისხმოა, რომ გორისა და ატენის ეპარქიაში წმინდა იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრთან არსებული უპოვართა სასადილო 2006 წლიდან არსებობს. აქ 250 ბენეფიციარს ემსახურებიან (2020 წლის პანდემიის პირობებში მათი რიცხვი 400-მდე გაიზარდა). სასადილო 2020 წლის სექტემბრიდან დღემდე, გარკვეული მიზეზების გამო, დახურულია.

გორისა და ატენის ეპარქია უახლოეს მომავალში გეგმავს საქველმოქმედო ცენტრის სფეროების გაფართოებას და სასადილოსთან ერთად სათნოების სახლის ამოქმედებას.

 

— წყარო: Gori-Ateni Diocese გორისა და ატენის ეპარქია

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων