2022 წლის 24 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვივნენ დემოკრატიის ეროვნული ფონდის (National Endowment for Democracy) ვაშინგტონის ოფისის
2022 წლის 24 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვივნენ დემოკრატიის ეროვნული ფონდის (National Endowment for Democracy) ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენლები იან მაკგინითი და ენდრიუ ლინდერი, მათთან ერთად, უნივერსიტეტს სტუმრობდნენ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლები.
სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორს თენგიზ ირემაძეს.
დემოკრატიის ეროვნული ფონდის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის მაისში გაიმართა ვაშინგტონში. დღევანდელი საპასუხო ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა უნივერსიტეტსა და ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










