29/09/2020 29/09/2020 დიდი დიღმიდან როგორც კი დაადგებით მუხათგვერდისკენ მიმავალ გზას, ხელმარჯვნივ სამანქანო, ვიწრო გზა მამათა მონასტერთან მიგვიყვანთ. მონასტერი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებმა დააფუძნეს. ვინ იფიქრებდა, თუ ამ გაუდაბურებულ ადგილას ოდესმე ღვთის სახლი დაფუძნდებოდა და ღვთის სადიდებელი წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. მონასტრის წინამძღვრია, არქიმანდრიტი ფოკა (მარკოზია). უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და არქიმანდრიტ ფოკას (მარკოზია) ძალისხმევით, მონასტერთან ტაძრის მშენებლობა ორი...
29 Σεπτεμβρίου, 2020 - 19:00

26 სექტემბერს, წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს, დედა ეკლესიის წიაღს წმინდა სპირიდონ ტრიმუფუნტელის სახელობის ტაძარი შეემატა

Διαδώστε:
26 სექტემბერს, წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს, დედა ეკლესიის წიაღს წმინდა სპირიდონ ტრიმუფუნტელის სახელობის ტაძარი შეემატა

დიდი დიღმიდან როგორც კი დაადგებით მუხათგვერდისკენ მიმავალ გზას, ხელმარჯვნივ სამანქანო, ვიწრო გზა მამათა მონასტერთან მიგვიყვანთ.

მონასტერი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებმა დააფუძნეს. ვინ იფიქრებდა, თუ ამ გაუდაბურებულ ადგილას ოდესმე ღვთის სახლი დაფუძნდებოდა და ღვთის სადიდებელი წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. მონასტრის წინამძღვრია, არქიმანდრიტი ფოკა (მარკოზია).

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და არქიმანდრიტ ფოკას (მარკოზია) ძალისხმევით, მონასტერთან ტაძრის მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო. ტაძრის ქტიტორების, ძმების – იოსებ, დავით და ზაზა თოდრიების შეწევნით აშენებული და დამშვენებული ტაძარი მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა) აკურთხა. წირვის შემდეგ მეუფემ ქადაგებისას განსაკურებით დალოცა ტაძრის აღმშენებლები და მადლიერება გამოხატა მათ მიმართ:

-ტაძრის კურთხევის დღეს ვლოცავთ ამ მონასტრის და ტაძრის მრევლს, შემომწირველებს, ახლობლებს და განსაკუთრებით ვლოცავ ძმებს, იოსებს, დავით და ზაზა თოდრიებს, თავის ახლობლებთან, ოჯახებთან ერთად, რომელთა ღვაწლით და შეწევნით აშენდა და დამშვენდა ეს ტაძარი. დაგილოცოთ ღმერთმა ყველას მომავალი. უწმინდესის ლოცვა-კურთევით, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ჩვენთან არს ღმერთი.

 

karibche.ambebi.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων