19/04/2019 19/04/2019 მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის. “საპატრიარქოში კომისია არ შექმნილა. ჩვენ სამუშაო ჯგუფის შექმნას ვგეგმავდით და ეს ჯგუფი შექმნილია. აღნიშნულ ჯგუფში მხოლოდ საპატრიარქო არ შედის. აქ შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ამ პრობლემებით არიან დაკავებულნი. ვაპირებთ, საერთაშორისო გამოცდილებას ანალიზი გავუკეთოთ,...
19 Απριλίου, 2019 - 15:07
Τελευταία ενημέρωση: 19/04/2019 - 15:08

მამა ანდრია ჯაღმაიძე – შექმნილია სამუშო ჯგუფი, რომელიც მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის

Διαδώστε:
მამა ანდრია ჯაღმაიძე – შექმნილია სამუშო ჯგუფი, რომელიც მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის

მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის.

“საპატრიარქოში კომისია არ შექმნილა. ჩვენ სამუშაო ჯგუფის შექმნას ვგეგმავდით და ეს ჯგუფი შექმნილია. აღნიშნულ ჯგუფში მხოლოდ საპატრიარქო არ შედის. აქ შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ამ პრობლემებით არიან დაკავებულნი.

ვაპირებთ, საერთაშორისო გამოცდილებას ანალიზი გავუკეთოთ, იქ როგორ ხდება სატელევიზიო სივრცის დარეგულირება ისე, რომ იქიდან ასეთი ოდენობით აგრესია, ძალადობა, უხამსობა არ მოდიოდეს,” – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე: მიმართავენ თუ არა პარლამენტს, თუნდაც კანონის დონეზე, მამა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ ეს ასე იქნება.

“თუ ეს ჯგუფი ეფექტურად იმუშავებს, აქამდე მივალთ”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

IPN
 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων