ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ძველ ხიბულაში მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ტაძარი
2022 წლის 18 ივლისს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ძველ ხიბულაში მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ტაძარი აკურთხა და სადღესასწაულო ლიტურგია აღასრულა. ტაძრის კურთხევასა და ღვთისმსახურებაში ასევე მონაწილეობდნენ წმინდა სინოდის წევრები – შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).
ტაძართან ერთად აშენდა სამრეკლო, სამრევლო სკოლა და დასასვენებელი პარკი. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს.
სამუშაოები მთლიანად ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.
ტაძრის კურთხევის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან ერთად.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










