26/10/2022 26/10/2022 ორშაბათს, 24 ოქტომბერს, მახათას მთის ათონელ მამათა მონასტერში ჩატარდა მისი უწმინდესობის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შეხვედრა. ეს ღონისძიება ერთ-ერთია იმ საზეიმო ციკლიდანაა, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით იმართება. შეხვედრის თემა გახლდათ ,, შვიდგზის ლოცვების მნიშვნელობა და მათში შემავალი ლოცვების სულიერ-საღვთისმეტყველო ანალიზი”. მის უწმინდესობას არაერთგზის აღუნიშნავს, რომ თავისი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს მოვლენად ამ ლოცვების შექმნას...
26 Οκτωβρίου, 2022 - 16:39
Τελευταία ενημέρωση: 26/10/2022 - 16:55

მახათას მთის ათონელ მამათა მონასტერში ჩატარდა მისი უწმინდესობის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შეხვედრა

Διαδώστε:
მახათას მთის ათონელ მამათა მონასტერში ჩატარდა მისი უწმინდესობის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ორშაბათს, 24 ოქტომბერს, მახათას მთის ათონელ მამათა მონასტერში ჩატარდა მისი უწმინდესობის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შეხვედრა. ეს ღონისძიება ერთ-ერთია იმ საზეიმო ციკლიდანაა, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით იმართება.
შეხვედრის თემა გახლდათ ,, შვიდგზის ლოცვების მნიშვნელობა და მათში შემავალი ლოცვების სულიერ-საღვთისმეტყველო ანალიზი”. მის უწმინდესობას არაერთგზის აღუნიშნავს, რომ თავისი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს მოვლენად ამ ლოცვების შექმნას მიიჩნევს. სწორედ ამ დიდი მნიშვნელობის საქმეს მიეძღვნა ეს საზეიმო შეხვდრა, რომელსაც ლექცია-მოხსენების სახე ჰქონდა, მასში მონაწილეობა მცხეთა-თბილისის 15 მდე მონასტერმა მიიღო, საძმოსთან და მრევლთან ერთად. ღონისძიებას წარუძღვა და მოხსენება წაიკითხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წევრი, დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი. მონაწილე მონასტრები, მათი წინამძღვრები

1.მახათას მონასტერი
2.აღდგომის მამათა მონასტერი
3.წმ. ათანასეს მამათა მონასტერი
4.წმ. ამბროსი ხელაიას მამათა მონასტერი
5. სულთმოფენობის მამათა მონასტერი
6. მარიამ მეგვიპტელის მამათა მონასტერი
7.კრწანისის დედათა მონასტერი
8.ზედაზნის მონასტერი
9. ბეთანიის მონასტერი
10. მანკოდას მონასტერი
11. კარსანის მამათა მონასტერი
12. არმაზის მამათა მონასტერი
13.კრწანისის მამათა მონასტერი
14. წყნეთის მამათა მონასტერი
15. მცხეთის ანტიოქიის დედათა მონასტერი

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων