02/02/2023 02/02/2023 ახალი საქართველოს უნივერსიტეტი მწუხარებით იუყება, რომ 2023 წლის 2 თებერვალს, დილით, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი მართლმადიდებელი თეოლოგი და საეკლესიო მოღვაწე პერგამონის მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი (მსოფლიო საპატრიარქო). ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მიტროპოლიტი იოანე მართლმადიდებლური თეოლოგიის წამყვანი ფიგურა იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა პატრისტიკული მემკვიდრეობის, ანთროპოლოგიის, ეკლესიოლოგიის, ონოტოლოგიის კვლევისა და აღორძინების საქმეში. ფასდაუდებელმა აკადემიურმა ღვაწლმა მიტროპოლიტ...
02 Φεβρουαρίου, 2023 - 18:12
Τελευταία ενημέρωση: 02/02/2023 - 18:18

გარდაიცვალა პერგამონელი მიტროპოლიტი იოანე

Διαδώστε:
გარდაიცვალა პერგამონელი მიტროპოლიტი იოანე

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი მწუხარებით იუყება, რომ 2023 წლის 2 თებერვალს, დილით, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი მართლმადიდებელი თეოლოგი და საეკლესიო მოღვაწე პერგამონის მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი (მსოფლიო საპატრიარქო).
ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მიტროპოლიტი იოანე მართლმადიდებლური თეოლოგიის წამყვანი ფიგურა იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა პატრისტიკული მემკვიდრეობის, ანთროპოლოგიის, ეკლესიოლოგიის, ონოტოლოგიის კვლევისა და აღორძინების საქმეში.
ფასდაუდებელმა აკადემიურმა ღვაწლმა მიტროპოლიტ იოანეს ფართო აღიარება და პატივისცემა მოუტანა მთელ მსოფლიოში. მრავალი ჯილდოსა და საპატიო წოდების მფლობელი მიტროპოლიტი იოანე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორიც იყო.
სწორედ მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისა და პოპულარიზების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2019 წლის 30 ოქტომბერს იგი დაჯილდოვდა ჩვენი უნივერსიტეტის ამ უმაღლესი საპატიო წოდებით.
უნივერსიტეტში სტუმრობისას, მიტროპოლიტ იოანეს მონაწილეობით, რამდენიმე უაღრესად საინტერესო შეხვედრა გაიმართა პროფესორებთან და სტუდენტებთან.
უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა არქივმა გამოსცა მიტროპოლიტ იოანეს ორი წიგნი:
მართლმადიდებლური თეოლოგია და თანამედროვე ანთროპოლოგია, 2020.
მართლმადიდებელი ეკლესია და თანამედროვეობა, 2021.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი / New Georgian University

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων