02/04/2021 02/04/2021 გარდაიცვალა ცნობილი ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ანზორ ერქომაიშვილი. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და კერძოდ, ქართული ხალხური სიმღერა-გალობის განვითარებასა თუ მსოფლიო აღიარებაში. ქართული ხალხური სიმღერა ბატონ ანზორს ბაბუამ, ცნობილმა ლოტბარმა და მგალობელმა, არტემ ერქომაიშვილმა შეაყვარა. ბაბუის საქმის ერთგულმა გამგრძელებელმა არაერთი თაობა აღზარდა. ანზორ ერქომაიშვილი საეკლესიო საგალობლების აღდგენა-ჩაწერას ჯერ კიდევ მაშინ შეუდგა, როცა...
02 Απριλίου, 2021 - 13:17

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ფოლკლორისტი – ანზორ ერქომაიშვილი

Διαδώστε:
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ფოლკლორისტი – ანზორ ერქომაიშვილი

გარდაიცვალა ცნობილი ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ანზორ ერქომაიშვილი. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და კერძოდ, ქართული ხალხური სიმღერა-გალობის განვითარებასა თუ მსოფლიო აღიარებაში.

ქართული ხალხური სიმღერა ბატონ ანზორს ბაბუამ, ცნობილმა ლოტბარმა და მგალობელმა, არტემ ერქომაიშვილმა შეაყვარა. ბაბუის საქმის ერთგულმა გამგრძელებელმა არაერთი თაობა აღზარდა. ანზორ ერქომაიშვილი საეკლესიო საგალობლების აღდგენა-ჩაწერას ჯერ კიდევ მაშინ შეუდგა, როცა საბჭოეთის იდეოლოგია ეკლესიურ ცხოვრებას კრძალავდა. საგალობლების სამსახურმა იგი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემიანარიასაც დაუკავშირა, სადაც წლების განმავლობაში ზრდიდა ამ დიდი საქმის გამგრძელებლებს.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილის, უბადლო ფოლკლორისტის – ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და სრულიად საქართველოს.

 

tsas.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων