02/05/2023 02/05/2023 გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით იმართება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2023 წლის 30 აპრილ წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის სამრევლო სკოლის დარბაზში შედგა შეხვედრა სახელწოდებით: „კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც XX საუკუნის მისიონერი“. დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ დეკანოზები: გიორგი ჩაჩავა და იაკობ...
02 Μαΐου, 2023 - 18:10

გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები,

Διαδώστε:
გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები,

გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით იმართება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2023 წლის 30 აპრილ წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის სამრევლო სკოლის დარბაზში შედგა შეხვედრა სახელწოდებით: „კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც XX საუკუნის მისიონერი“.
დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ დეკანოზები: გიორგი ჩაჩავა და იაკობ მახნიაშვილი.
საღამო ხალხური სიმღერებით გაამშვენა ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სკოლის ახალგაზრდულმა გუნდმა ბადრი ჯიმშელეიშვილის ხელმძღვანელობით.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων