27/11/2020 27/11/2020 უკრაინაში რუსეთის ეკლესიის ზაპოროჟიისა და მელიტოპოლის ეპარქიის კამენო-დნეპროვის სამთავარხუცესოს სასულიერომ პირმა, დეკანოზმა ნიკოლოზ სტუპაკმა 92 წლის ასაკში დაამარცხა კორონავირუსული ინფექცია. სასულიერო პირს კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირების დღეებში არ შეუწყვიტავს თავისი საკმაოდ ტევადი პირადი ლოცვითი კანონი, რომელსაც ასევე ამ პერიოდში დაუმატა ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დაუჯდომელი საგალობლის აღვლენა დილასა და საღამოს. დღეს, 27 ნოემბერს, დეკანოზ ნიკოლოზს...
27 Νοεμβρίου, 2020 - 16:36

92 წლის დეკანოზმა კოვიდინფექციის დამარცხების შემდეგ პირველი წირვა აღავლინა

Διαδώστε:
92 წლის დეკანოზმა კოვიდინფექციის დამარცხების შემდეგ პირველი წირვა აღავლინა

უკრაინაში რუსეთის ეკლესიის ზაპოროჟიისა და მელიტოპოლის ეპარქიის კამენო-დნეპროვის სამთავარხუცესოს სასულიერომ პირმა, დეკანოზმა ნიკოლოზ სტუპაკმა 92 წლის ასაკში დაამარცხა კორონავირუსული ინფექცია.

სასულიერო პირს კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირების დღეებში არ შეუწყვიტავს თავისი საკმაოდ ტევადი პირადი ლოცვითი კანონი, რომელსაც ასევე ამ პერიოდში დაუმატა ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დაუჯდომელი საგალობლის აღვლენა დილასა და საღამოს.

დღეს, 27 ნოემბერს, დეკანოზ ნიკოლოზს დაბადებიდან 92 წელი შეუსრულდა და განკურნების შემდეგ პირველი საღმრთო ლიტურგია სწორედ თავის დაბადების დღეზე აღასრულა.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων