20/07/2019 20/07/2019 საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ეკლესიის ნდობის რეიტინგი 89 პროცენტს, ჯარის კი, 87 პროცენტს შეადგენს. სხვა ინსტიტუტების მიმართ ნდობის მაჩვენებლები ასეთია: ქართული მედია – 70 პროცენტი, პოლიცია – 52 პროცენტი, ადგილობრივი ხელისუფლება – 48 პროცენტი, საჯარო განათლების სისტემა – 40 პროცენტი, პარლამენტი – 37 პროცენტი, მინისტრთა კაბინეტი – 35 პროცენტი, ცესკო – 34 პროცენტი,...
20 Ιουλίου, 2019 - 17:15

IRI – ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში ეკლესია და ჯარი ლიდერობენ

Διαδώστε:
IRI – ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში ეკლესია და ჯარი ლიდერობენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ეკლესიის ნდობის რეიტინგი 89 პროცენტს, ჯარის კი, 87 პროცენტს შეადგენს.

სხვა ინსტიტუტების მიმართ ნდობის მაჩვენებლები ასეთია: ქართული მედია – 70 პროცენტი, პოლიცია – 52 პროცენტი, ადგილობრივი ხელისუფლება – 48 პროცენტი, საჯარო განათლების სისტემა – 40 პროცენტი, პარლამენტი – 37 პროცენტი, მინისტრთა კაბინეტი – 35 პროცენტი, ცესკო – 34 პროცენტი, პრემიერ-მინისტრის ოფისი – 33 პროცენტი, პრეზიდენტის ოფისი – 33 პროცენტი, გუბერნატორები – 27 პროცენტი, პოლიტიკური პარტიები – 26 პროცენტი, პროკურატურა – 25 პროცენტი, ეროვნული ბანკი – 25 პროცენტი, სასამართლოები – 23 პროცენტი, პროფკავშირები – 18 პროცენტი.

IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων