12/08/2022 12/08/2022 ა.წ. 11 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) N10 პენიტენციურ დაწესებულებაში წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი აკურთხა. ტაძრის გახსნას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი ბ-ნი რატი ბრეგაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ბ-ნი ნიკა ცხვარაშვილი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი), სასულიერო პირები და მონაზვნები. გთავაზობთ მისი უწმინდესობის მილოცვას ამ დღესთან დაკავშირებით გულითადად მოგესალმებით...
12 Αυγούστου, 2022 - 15:50
Τελευταία ενημέρωση: 12/08/2022 - 16:14

N 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ტაძარი იკურთხა

Διαδώστε:
N 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ტაძარი იკურთხა

ა.წ. 11 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) N10 პენიტენციურ დაწესებულებაში წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი აკურთხა.

ტაძრის გახსნას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი ბ-ნი რატი ბრეგაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ბ-ნი ნიკა ცხვარაშვილი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი), სასულიერო პირები და მონაზვნები.

გთავაზობთ მისი უწმინდესობის მილოცვას ამ დღესთან დაკავშირებით

გულითადად მოგესალმებით მეათე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფთ და მოგილოცავთ წმ.პანტეილემონ მკურნალის სახელობის უფლის ტაძრის აგებას, რისი სურვილიც თქვენ გასულ წელს გამოთქვით. დღეს კი ეკლესია უკვე მზად არის პირველი მსახურების ჩასატარებლად და სინანულისა და განწმენდის დიად საიდუმლოთა აღსასრულებლად. ყოველივე ეს თქვენს მონდომებასა და ღვთისადმი თქვენს სიყვარულზე ნათლად მეტყველებს.

უფალმა შეიწიროს ყველა იმ ადამიანის შრომა, ვინც იღვაწა და ხელი შეუწყო ამ საქმის განხორციელებას.

ღმერთმა დალოცოს და ჯანმრთელობა მოჰმადლოს თითოეულ თქვენგანს, მსჯავრდებულთ, ციხის ადმინისტრაციას და მომსახურე პერსონალს.

ღმერთმა დალოცოს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების ხელმძღვანელობა და მათი და პატიმრობაში მყოფთა ცხოვრება ღვთის გზით წარმართოს.

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων