31/12/2024 31/12/2024 ამა წლის 29 დეკემბერს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) ალავერდის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპარქიის ოთხი სასულიერო პირი დააჯილდოვა. ოქროს ჯვრის ტარების უფლებითა და დეკანოზის ხარისხით დაჯილდოვდნენ: თელავის ღვთაების ტაძრის მღვდელი გენადი გოგილაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ლაზარიაშვილი და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის წმინდა...
31 Δεκεμβρίου, 2024 - 16:44

აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

Διαδώστε:
აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

ამა წლის 29 დეკემბერს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) ალავერდის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპარქიის ოთხი სასულიერო პირი დააჯილდოვა.

ოქროს ჯვრის ტარების უფლებითა და დეკანოზის ხარისხით დაჯილდოვდნენ:

თელავის ღვთაების ტაძრის მღვდელი გენადი გოგილაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ლაზარიაშვილი და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი კონსტანტინე პაპალაშვილი.

ოქროს ჯვრის ტარების უფლებითა და იღუმენის ხარისხით დაჯილდოვდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი იოსები (ღვინიანიძე).

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων