19/02/2025 19/02/2025 ამა წლის 16 თებერვალს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა: ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თევდორე ახალაძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; ხელვაჩაურის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მაქსიმე (ბეჭვაია) დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის...
19 Φεβρουαρίου, 2025 - 16:36

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

Διαδώστε:
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

ამა წლის 16 თებერვალს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა:

ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თევდორე ახალაძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

ხელვაჩაურის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მაქსიმე (ბეჭვაია) დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

სარფის ლაზი მოწამეების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემიღუმენი ეგნატე (კეკელიძე) დაჯილდოვდა არქიმანდრიტის ხარისხითა და მიტრის ტარების უფლებით;

სარფის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ მამულაძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის წმინდა სამთა მღვდელმთავართა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ სულამანიძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

ბათუმის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თევდორე თავდგირიძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

ქობულეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დანიელ სოლომონიძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

ქობულეთის წმინდა კირიონ კათალიკოსის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გაბრიელ ჟღენტი დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

ბათუმის წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია ხინიკაძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

ბათუმის მირქმის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი პავლე თოთლაძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ეფრემ ალელიშვილი დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით;

ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი შაინიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით;

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი დავით მურცხვალაძე დაჯილდოვდა დეკანოზის ხარისხითა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

ხელვაჩაურის აჭარელ მოწამეთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ილია ვარშანიძე დაჯილდოვდა დეკანოზის ხარისხით.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων