15/07/2026 15/07/2026 ამა წლის 14 ივლისს, ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც კათოლიკოს- პატრიარქების: ილია II-ისა და შიო III-ის ლოცვა-კურთხევით გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე აშენდება. ახალი შენობის საძირკველი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) აკურთხა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. აღნიშნული ობიექტი გააერთიანებს ხანდაზმულთა და შეზღუდული...
15 Ιουλίου, 2026 - 16:45

ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ ‘ბეთლემის’ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

Διαδώστε:
ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ ‘ბეთლემის’ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

ამა წლის 14 ივლისს, ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც კათოლიკოს- პატრიარქების: ილია II-ისა და შიო III-ის ლოცვა-კურთხევით გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე აშენდება.

ახალი შენობის საძირკველი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) აკურთხა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

აღნიშნული ობიექტი გააერთიანებს ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავშესაფარს, ხანდაზმულთა დღის ცენტრსა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრს, სადაც ინკლუზიური სწავლების ჯგუფი იფუნქციონირებს.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων