გასულ წელს ქრისტიანობისთვის 360 მილიონი ადამიანი იდევნებოდა – Open Doors-ის ყოველწლიური ანგარიში
საერთაშორისო ქრისტიანული ორგანიზაცია Open Doors-ის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს, დაახლოებით, 360 მილიონი ქრისტიანი იდევნებოდა რწმენის გამო.
World Watch List-ში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეა 2022 წელს ქრისტიანების ყველაზე მეტად მდევნელი 50 ქვეყნის სიაში ლიდერია. ამ სიას, ერთი წლით ადრე, ავღანეთი ედგა სათავეში – იუწყება Global Orthodox.
2022 წელს „ქრისტიანების ექსტრემალური დევნის“ კუთხით, დიდი მაჩვენებელია ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არიან: სომალი, იემენი, ერითრეა, ლიბია, ნიგერია, პაკისტანი, ირანი, სუდანი და ინდოეთი.
მოხსენების თანახმად, ქრისტიანთა დევნა განსაკუთრებით მძიმე იყო აფრიკაში, ანტიქრისტიანულმა ძალადობამ მიაღწია “უპრეცედენტო ინტენსივობას” აფრიკაში, საჰარადან ჩრდილოეთით.
აქ დევნის ეპიცენტრი რჩება ნიგერია, სადაც 2022 წელს დაიღუპა 5014 ქრისტიანი, რაც წარმოადგენს მთელ მსოფლიოში მოკლული ქრისტიანების თითქმის 90%-ს – 5621 ადამიანს.
2022 წელს ქრისტიანებისთვის საშიში ქვეყნების სიაში ბოლო ადგილს ნიკარაგუას იკავებს, რომელიც პირველად მოხვდა World Watch List-ში. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქვეყანაში ქრისტიანების წინააღმდეგ რეპრესიები რამდენიმე წლის წინ დაიწყო და განსაკუთრებით 2018 წელს გაძლიერდა.
Open Doors აღნიშნავს, რომ 1993 წელს ქრისტიანთა დევნის შესახებ ყოველწლიური მოხსენებების გამოქვეყნების შემდეგ, დევნა მხოლოდ გაიზარდა. 2022 წელს, როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, მსოფლიოში ქრისტეს მიმდევართა დევნამ პიკს მიაღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










