26/08/2026 26/08/2026 24–26 აგვისტოს სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების პროგრამის ფარგლებში სასულიერო პირთა გადამზადება გაიმართა. გადამზადებაში მონაწილეობდნენ: ხორნაბუჯისა და ჰერეთის, ნეკრესის, ბოდბის, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიების სასულიერო პირები. გადამზადების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მოზარდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის, არაფორმალური განათლებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ღირებულებით და ცხოვრებისეულ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის. გადამზადებული სასულიერო...
26 Αυγούστου, 2026 - 16:24

გრძელდება სასულიერო პირთა გადამზადება ღირებულებითი განათლების მიმართულებით

Διαδώστε:
გრძელდება სასულიერო პირთა გადამზადება ღირებულებითი განათლების მიმართულებით

24–26 აგვისტოს სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების პროგრამის ფარგლებში სასულიერო პირთა გადამზადება გაიმართა.

გადამზადებაში მონაწილეობდნენ:

ხორნაბუჯისა და ჰერეთის, ნეკრესის, ბოდბის, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიების სასულიერო პირები.

გადამზადების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მოზარდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის, არაფორმალური განათლებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ღირებულებით და ცხოვრებისეულ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის.

გადამზადებული სასულიერო პირები სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბებს გაუძღვებიან და მოზარდებთან შეხვედრებს არაფორმალური განათლების ფორმატში წარმართავენ.

პროგრამის მიზანია სკოლებში უსაფრთხო, მხარდამჭერი და ღირებულებებზე დაფუძნებული გარემოს გაძლიერება.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων