,,დავითიანნმა“ პროექტი ,,ჩემი წიგნი“ განახორციელა
ა.წ. 10 ივნისს სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ახალი პროექტის – „ჩემი წიგნი,“ – დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში თბილისის საჯარო და კერძო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა შექმნეს „საკუთარი“ წიგნის ყდის დიზაინი, სათაური და წინასიტყვაობა.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს და პროექტში 50-ზე მეტი სკოლა ჩაერთო. ფინალურ ეტაპზე გადავიდა საუკეთესო 20 სკოლის გუნდი, რომელთაც ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები.
მოწვეულმა ჟიურიმ დიდი კონკურენციის პირობებში გამოავლინა გამარჯვებულები რომელთაც გადაეცათ შესაბამისი პრიზები:
I ადგილი – 108-ე საჯარო სკოლა
II ადგილი – 128-ე საჯარო სკოლა
III ადგილი – წმ. ნინოს სახელობის სკოლა
საუკეთესო იდეის ავტორად 142-ე საჯარო სკოლა იქნა მიჩნეული.
გამარჯვებულმა სკოლებმა მოიპოვეს 300, 200 და 100 ლარიანი ვაუჩერები, წიგნების შესაძენად.
გარდა ამისა „ხალხის რჩეულის“ ნომინაციით გაიმარჯვებს ის სკოლა, რომლის ნამუშევარსაც ,,დავითიანნი“-ს ფეისბუქ გვერდზე 15 ივნისის, 17:00 საათისთვის ექნება ყველაზე მეტი მოწონება.
,,დავითიანნი“ მომავალშიც გააგრძელებს მოსწავლეებში წიგნიერების პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროექტების განხორციელაბას.
წიგნის პოპულარიზაციის მოძრაობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2013 წლიდან დაიწყო და გამოძახილი ეკლესიის გარე სივრცეშიც ჰპოვა.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.