დაიწყო ფუნქციონირება საკვირაო სკოლამ – “კვირიაკე”
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია ll-ის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, ხორციელდება სხვადასხვა სამრევლო პროექტები კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოწოდებისა და მომავალი თაობის ეკლესიასთან დაახლოების, ეკლესიური ცხოვრებით დაინტერესების შესახებ.
აღნიშნულ პროექტში აქტიურად ჩაერთო ორთაჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სამრევლო. დაიწყო ფუნქციონირება საკვირაო სკოლამ – “კვირიაკე” , სადაც მოსწავლეები სწავლობენ საღმრთო სჯულს,გალობას და ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებს.
დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ ორთაჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










