ევროპაში ქრისტიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები გახშირდა
2026 წლის იანვარში, 1 თვის განმავლობაში ევროპაში 39 ინციდენტი დაფიქსირდა, რომელიც მიემართებოდა ტაძრებს, რელიგიურ სიმბოლოებს, ქრისტიანებს. აღნიშნულ მონაცემებს ორგანიზაცია “ევროპაში ქრისტიანების მიმართ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ობსერვატორია” ასაჯაროებს.
კვლევის მიხედვით, მომხდარიდან 18 ვანდალიზმის ფაქტია, 10 ხანძრის გაჩენა; რელიგიური სიმბოლიკის წაბილწვის 5, ხოლო 4 ქურდობის შემთხვევა. 3 ძალადობა ქრისტიანის მიმართ, მათ შორის ქუჩაში თავდასხმა მქადაგებელზე (ნიდერლანდებში).
ყველაზე მეტი ინციდენტი იტალიაში მოხდა – 10. გერმანიაში – 8, საფრანგეთში – 7. ერთეული შემთხვევები ფიქსირდება ესპანეთში, ავსტრიაში, პოლონეთში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, სერბეთში და რუმინეთში. ევროკავშირის მიღმა მსგავსი დანაშაული მოხდა დიდ ბრიტანეთში და უკრაინაში.
კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ეკლესიების გადაწვის არაბუნებრივად დიდ ოდენობაზე – 1 თვეში 10-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი უმრავლესობა გერმანიაში და იტალიაში მოხდა. დამნაშავეები მიზანმიმართულად წვავდნენ ლიტურგიკულ წიგნებს, საშობაო კომპოზიციებს, საკურთხეველს.
ორგანიზაციის ცნობით, 2024 წელს ქრისტიანების მიმართ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რიცხვი 2200 იყო. ექსპერტების თქმით, ფაქტების რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ბევრი შემთხვევა არ აღირიცხება და არ ხვდება სტატისტიკაში.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










