“ეს ომი არ არის წმინდა და კურთხეული, როგორც ამას ზოგზოგიერთი ამტკიცებს. ეს არის ეშმაკისეული ომი!“ – მსოფლიო პატრიარქი
მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი, კვირას საღამოს, 2022 წლის 3 აპრილს, წარუძღვა მწუხრის მსახურებას სტავროდრომის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში.
მსოფლიო პატრიარქმა, სხვა საკითხებთან ერთად, ახსენა მისი ახლანდელი ოფიციალური ვიზიტიც პოლონეთში, სადაც მიწვეული იქნა იგი პრეზიდენტ ანდჟეი დუდას მიერ, შეხვდა უკრაინიდან გამოდევნილ ლტოლვილებს, რომლებიც იქ აფარებენ თავს, სამშობლოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ.
უწმინდესმა შეაქო პოლონეთის ხელისუფლება და ხალხი თბილი დახვედრისთვის, სტუმართმოყვარეობისა და ქრისტიანული სიყვარულისთვის, რომელსაც ისინი აჩვენებენ ლტოლვილებს და თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა:
„ეს ომი, როგორც პოლონეთშიც აღვნიშნე, არ არის წმინდა და კურთხეული ომი, როგორც ამას ზოგზოგიერთი ამტკიცებს. ეს არის ეშმაკისეული ომი, არაწმინდა ომი. მოუკლებლად უნდა ვილოცოთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ის. ვლოცულობთ მშვიდობისთვის. მუდმივად უნდა ვილოცოთ, უკრაინაში და მთელ მსოფლიოში მშვიდობის აღდგენისათვის.”
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










