ექსკურსია დავითგარეჯაში
2023 წლის 5 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა დეკანის, დეკანოზ იოანე კვანჭიანისა და პედაგოგების – ირაკლი ორჟონიასა და გიორგი თოდუას – თანხლებით წმ. დავით გარეჯელის მონასტერი მოილოცეს. სტუმრებმა ლავრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ილარიონს, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და „ახალი ივერონის“ გამომცემლობებში დასტამბული წიგნები გადასცეს. თბილი შეხვედრის შემდეგ აღსრულდა წმ. დავით გარეჯელის პარაკლისი. მოგვიანებით სატრაპეზოდ სოფელ უდაბნოში გადაინაცვლეს.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










