26/02/2021 26/02/2021 იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III -მ ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს გაუგზავნა წერილი, სადაც მოუწოდებს ახალი შეხვედრისკენ უკრაინის საკითხის გადასაჭრელად. “ერთი წლის წინ ჩვენ შევიკრიბეთ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, რათა განგვემტკიცებინა ჩვენი ძმური კავშირები სიყვარულის დიალოგში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობისათვის. ორდღიანმა ლოცვამ და ძმურმა განხილვამ მოგვცა კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე, გავყვეთ ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების გზას და ერთად...
26 Φεβρουαρίου, 2021 - 18:39
Τελευταία ενημέρωση: 26/02/2021 - 18:40

იერუსალიმის პატრიარქი უკრაინის საკითხზე ხელახალი შეხვედრის შეთავაზებით გამოდის

Διαδώστε:
იერუსალიმის პატრიარქი უკრაინის საკითხზე ხელახალი შეხვედრის შეთავაზებით გამოდის

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III -მ ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს გაუგზავნა წერილი, სადაც მოუწოდებს ახალი შეხვედრისკენ უკრაინის საკითხის გადასაჭრელად.

“ერთი წლის წინ ჩვენ შევიკრიბეთ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, რათა განგვემტკიცებინა ჩვენი ძმური კავშირები სიყვარულის დიალოგში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობისათვის. ორდღიანმა ლოცვამ და ძმურმა განხილვამ მოგვცა კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე, გავყვეთ ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების გზას და ერთად ვუპასუხოთ ჩვენ წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას… ამ წელს იმედით ველით ნათელ დღეებს, ვიხსენებთ ჩვენს ერთობლივ მოვალეობას შევიკრიბოთ ლოცვისთვის და ძმური ურთიერთობისათვის. ვლოცულობთ, რომ ეს შესაძლებელი გახდეს მიმდინარე წელს. კვლავაც დავუჭერთ ერთმანეთს მხარს ლოცვით და მოვძებნით გზებს, რომლებიც ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შეძლებენ მოუტანონ იმედი, კურთხევა და სიხარული”.

პატრიარქმა ასევე მოუწოდა საერთო მსახურების მოლოდინით ილოცონ მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთვის და სხვა მართლმადიდებელი წინამძღვრებისთვის.

 

— წყარო: https://bit.ly/2NEph5C – nikodimoscentre.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων