10/07/2026 10/07/2026 ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული – სვეტიცხოვლობა (12 მოციქულის ხსენების დღე), რომელიც აღინიშნება 13 ივლისს. ამ დღეს მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონითაა განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. შესაბამისად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ასევე, მათთვის დამზადდება სახელობითი ,,ბეიჯები”. იგივე რეგულაციები შეეხება...
10 Ιουλίου, 2026 - 16:30

ინფორმაცია მასმედიის საშუალებებისთვის

Διαδώστε:
ინფორმაცია მასმედიის საშუალებებისთვის

ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული – სვეტიცხოვლობა (12 მოციქულის ხსენების დღე), რომელიც აღინიშნება 13 ივლისს.

ამ დღეს მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონითაა განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. შესაბამისად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ასევე, მათთვის დამზადდება სახელობითი ,,ბეიჯები”.

იგივე რეგულაციები შეეხება ფოტოგადაღებასაც.

ვთხოვთ მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ნომერზე: +995 595 80 90 05

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 11 ივლისი

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων