კაპელანების გადამზადება აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება ერთობლივი პროექტი, სამინისტროში კაპელანთა ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, რომლის ფარგლებშიც ამა წლის 22 ოქტომბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით აღმოსავლეთ სარდლობის კაპელანთა კორპუსის წარმომადგენელთათვის ფსიქო-სოციალურ საკითხებზე მორიგი ლექცია გაიმართა, რომელსაც ფსიქოლოგები უძღვებოდნენ. აღნიშნულ ლექციას მთავარი კაპელანი, დავით ლონდარიძეც ესწრებოდა.
მიმდინარე ლექცია-სემინარები მიზნად ისახავს კაპელანის როლის გაძლიერებას, ჯარისკაცის თანამედროვე გამოწვევების გათავისებას და მის სათანადო სულიერ-მორალურ მხარდაჭერას.
საქართველოს საპატრიარქო და თავდაცვის სამინისტრო უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ, რამდენიმე ხნის წინ კი ეს ურთიერთობა ახალ ფაზაში შევიდა – თავდაცვის მინისტრის მიერ დაიწერა ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს კაპელანთა კორპუსის გაძლიერებას. შედგა კომისიაც, რომელიც ერთი მხრივ დასახავს გეგმას კაპელანის როლის გაძლიერების მიზნით და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მის განხორციელებასა და სასარგებლო ნაყოფის გამოღებას როგორც ჯარისკაცებისთვის, ისე სასულიერო პირთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთათვის.
საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










