08/09/2022 08/09/2022 საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ქალაქ ლონდონის ქართული სამრევლო ღია წერილს ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისადმი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ასლი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი,...
08 Σεπτεμβρίου, 2022 - 18:53

ლონდონის ქართული სამრევლოს წერილი

Διαδώστε:
ლონდონის ქართული სამრევლოს წერილი

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ქალაქ ლონდონის ქართული სამრევლო ღია წერილს ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისადმი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე

ასლი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი გერასიმე

საქართველოს საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე

თქვენო უწმინდესობავ,

ჩვენ, ლონდონში მცხოვრები ქართველები, მოგმართავთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხის მოგვარებისა და გადაწყვეტის თხოვნით. საქმე ეხება ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარს, ეპისკოპოს ზენონს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ბიზნესმენმა თამაზ სომხიშვილმა ქ. ლონდონში შეიძინა ტაძარი, რომელიც საპატრიარქოს გადაეცა და რისთვისაც ბრიტანეთში მცხოვრები ყველა ქართველი დიდად მადლიერია.

ტაძარი ერთგვარ პატარა საქართველოდ იქცა ჩვენთვის, სადაც მხოლოდ წირვა-ლოცვისთვის არ ვიკრიბებოდით. დაარსდა საკვირაო სკოლა, სადაც აქ დაბადებული პატარა ქართველები მშობლიურ ენასა და ლიტერატურას ეუფლებოდნენ, ასევე სწავლობდნენ მუსიკასა და ცეკვას. აწყობდნენ საქველმოქმედო საღამოებს და შეგროვილი თანხა იგზავნებოდა საქართველოში გაჭირვებული და უძლური ადამიანების დასახმარებლად.

ეპისკოპოსი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თუ ახერხებდა ტაძარში მოსვლას. თუმცა ლონდონშიც რომ ყოფილიყო, ის წირვა-ლოცვას მაინც არ ესწრებოდა. ეპისკოპოსი დაახლოებით ერთი წლის წინ დაბრუნდა ლონდონში. იგი საცხოვრებლად გადმოვიდა ტაძარში და დაკეტა ადგილი, სადაც ერთმანეთს ვხვდებოდით, ვანუგეშებდით და მთელი კვირა ველოდით შემდეგი კვირის დადგომას, რომ ერთმანეთი გვენახა. დაკეტა ეკლესია, რომლის კარიც მხოლოდ შაბათ-კვირას იღება. ზოგი ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებს სამსახურის გამო წირვაზე მოსვლას და რომლისათვისაც შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს ტაძარში ერთი სანთლის ანთებაც კი, სრულ გაუგებრობაში აღმოჩნდა.

რაც შეეხება მის ლონდონში ყოფნას: რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეპისკოპოსმა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა ბრიტანეთის მთავრობას. მისი საკითხი განხილვის პროცესშია. გვაინტერესებს, ადამიანს, ეპისკოპოსს, რომელიც უარს ამბობს საკუთარ ქვეყანაზე, თითქმის ყველა ქადაგებაში ლანძღავს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას, რომელიც აქ, ემიგრაციაში განსაკუთრებულად გვიყვარს და გვენატრება, არ ერიდება საპატრიარქოს გაკიცხვასაც, აქვს თუ არა უფლება კიდევ მართავდეს (ასე განუკითხავად და უსამართლოდ) ჩვენს ეპარქიას და ფინანსდებოდეს იმ ქვეყნიდან და ეკლესიიდან, რომელსაც ასე ლანძღავს.

მეორე საკითხი, რომელიც ეხება მისი თავშესაფრის მოთხოვნის საკითხს, ეგრეთ-წოდებულ “კრებსებს”: ამ თემაზე პასუხი არ არის გაცემული და ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი ბრალდების მიმართ თვალი დავხუჭოთ. თუ მრევლისთვის ეს არ იქნება გაცხადებული, მოლოდინი გვაქვს, რომ საპატრიარქო დაინტერესდება, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს.

აქვე გვინდა გაცნობოთ ისიც, რომ ჩვენ შევხვდით საქართველოს ელჩს დიდ ბრიტანეთში, რათა საქმის კურსში ჩაგვეყენებინა ჩვენი წუხილის შესახებ. წერილს ასევე გადავცემთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საელჩოს მეშვეობით. თუ საჭირო გახდება, ჩვენ ტელევიზიებსაც მივმართავთ.

ჩვენ, ბრიტანეთში მყოფი ქართველები, სამშობლოს მონატრებულნი, სხვადასხვა პრობლემებითა თუ გაჭირვებით ჩვენს ოჯახებსა და შვილებს დაშორებულნი, არ ვიმსახურებთ იმას, რომ ჩვენი ერთადერთი ნუგეში ეკლესია დაყონ და დაანაწევრონ. ამ ტაძარში თითოეული კუთხე ჩვენი შრომითა და წვალებითაა გალამაზებული. დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, მოკლებული ვართ ტაძარში იმ ნუგეშისა და სითბოს ზიარებისგან, რაც წლების განმავლობაში თითოეული ჩვენთაგანისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი იყო.

გიდასტურებთ რა ჩვენს უდიდეს პატივისცემას, უმორჩილესად გთხოვთ, განიხილოთ ჩვენი წერილი და მიიღოთ ზომები, რათა ლონდონში, ქართულ დიასპორას დაუბრუნდეს ტაძარში ლოცვისა და შეკრების საშუალება.

ლონდონის სამრევლო”, – ჩაწერილია ლონდონის ქართული სამრევლოს წერილში.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων