19/01/2023 19/01/2023 იორდანიის ხელისუფლებამ 100 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს, რათა მომლოცველთათვის ახალი გრანდიოზული კომპლექსი აშენდეს იმ ადგილას, სადაც იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლობა აღესრულა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყოველწლიურად, ამ ადგილზე 200 ათასი მომლოცველი მიდის, სადაც ქრისტიანული ნათლობის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. პროექტი ითვალისწინებს მილიონი ქრისტიანი მომლოცველის მოზიდვას ელ მახტასში 2030 წლისთვის, როდესაც მსოფლიო ქრისტიანობის აღზევების 2000 წლის...
19 Ιανουαρίου, 2023 - 18:17

მდინარე იორდანეზე მომლოცველთა მოსაზიდად 100 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება

Διαδώστε:
მდინარე იორდანეზე მომლოცველთა მოსაზიდად 100 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება

იორდანიის ხელისუფლებამ 100 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს, რათა მომლოცველთათვის ახალი გრანდიოზული კომპლექსი აშენდეს იმ ადგილას, სადაც იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლობა აღესრულა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყოველწლიურად, ამ ადგილზე 200 ათასი მომლოცველი მიდის, სადაც ქრისტიანული ნათლობის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.

პროექტი ითვალისწინებს მილიონი ქრისტიანი მომლოცველის მოზიდვას ელ მახტასში 2030 წლისთვის, როდესაც მსოფლიო ქრისტიანობის აღზევების 2000 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ამ თანხებით, პროექტის ავტორებს სურთ, რეგიონში უმსხვილესი პილიგრიმული და რელიგიათაშორისი ცენტრის აშენება, იმის გათვალისწინებით, რომ მდინარე იორდანე და მისი ხეობა რელიგიური მნიშვნელობისაა არა მხოლოდ ქრისტიანებისთვის, არამედ ებრაელებისთვის და მუსლიმებისთვისაც.

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων