11/02/2021 11/02/2021 ჩემი, როგორც ერთი ადამიანის აზრია, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება. ალბათ სინოდის წევრებიც ასე ფიქრობენ, რადგან ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომელიც თავად ჯანმომაც მიიღო, – ამის შესახებ სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს მეუფე დოსითეოს ბოგვერაძემ განუცხადა. შეკითხვაზე, ხომ არ განიხილავენ სხდომაზე დავით გარეჯის საკითხს, მეუფე პასუხობს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ არის. მან ასევე...
11 Φεβρουαρίου, 2021 - 13:20

მეუფე დოსითეოსი ბოგვერაძე: ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება

Διαδώστε:
მეუფე დოსითეოსი ბოგვერაძე: ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება

ჩემი, როგორც ერთი ადამიანის აზრია, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება. ალბათ სინოდის წევრებიც ასე ფიქრობენ, რადგან ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომელიც თავად ჯანმომაც მიიღო, – ამის შესახებ სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს მეუფე დოსითეოს ბოგვერაძემ განუცხადა.

შეკითხვაზე, ხომ არ განიხილავენ სხდომაზე დავით გარეჯის საკითხს, მეუფე პასუხობს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ არის. მან ასევე არ იცის, აირჩევენ თუ არა ეპისკოპოსებს დღეს.

„სამწუხაროდ, არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, უკეთესია დაელოდოთ სინოდის გადაწყვეტილებებს, რა მოხდება. მერე უფრო ნათელი გახდება. მართლა არ მაქვს წინასწარ რაიმე ინფორმაცია“, – განაცხადა სასულიერო პირმა.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება.

 

— imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων