06/03/2023 06/03/2023 4 მარტს თურქეთის ქალაქ ქოჯაელში პირველი ღვთისმსახურება ჩატარდა მარმარილოს ზღვის რეგიონში მცხოვრები მოსკოვის საპატრიარქოს რუსულენოვანი მორწმუნეებისთვის. საღმრთო ლიტურგია აღასრულა მღვდელმა გეორგი სერგეევმა, რომელიც პასუხისმგებელი სასულიერო პირია თურქეთის რესპუბლიკაში რუსულენოვანი მორწმუნეების სულიერ გამოკვებაზე. ლიტურგიის დასრულების შემდეგ მამა გიორგიმ მრევლთან შეხვედრა გამართა, სადაც ისაუბრა თურქეთში მოსკოვის საპატრიარქოს თემების ცხოვრებაზე, ასევე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ურთიერთობაზე...
06 Μαρτίου, 2023 - 15:37

მოსკოვის საპატრიარქოს რუსულენოვანი მორწმუნეებისთვის თურქულ ქოჯაელში პირველი ღვთისმსახურება ჩატარდა

Διαδώστε:
მოსკოვის საპატრიარქოს რუსულენოვანი მორწმუნეებისთვის თურქულ ქოჯაელში პირველი ღვთისმსახურება ჩატარდა

4 მარტს თურქეთის ქალაქ ქოჯაელში პირველი ღვთისმსახურება ჩატარდა მარმარილოს ზღვის რეგიონში მცხოვრები მოსკოვის საპატრიარქოს რუსულენოვანი მორწმუნეებისთვის. საღმრთო ლიტურგია აღასრულა მღვდელმა გეორგი სერგეევმა, რომელიც პასუხისმგებელი სასულიერო პირია თურქეთის რესპუბლიკაში რუსულენოვანი მორწმუნეების სულიერ გამოკვებაზე.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ მამა გიორგიმ მრევლთან შეხვედრა გამართა, სადაც ისაუბრა თურქეთში მოსკოვის საპატრიარქოს თემების ცხოვრებაზე, ასევე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ურთიერთობაზე ახლანდელ დროში. საუბრისას განისაზღვრა რეგიონში რეგულარული ღვთისმსახურების ორგანიზების შემდგომი გეგმები.

***

ქალაქი ქოჯაელი, რომელიც ცნობილია ქრისტეს შობამდე 712 წლიდან ასტაკოსის სახელით, შემდეგ კი ჩვ.წელთაღრიცხვამდე III საუკუნიდან, როგორც ქალაქი ნიკოდიმია, დაარსებულ იქნა ძველი ბერძნების მიერ. ის მდებარეობს თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, სტამბოლიდან 120 კილომეტრში მარმარილოს ზღვის სანაპიროზე.

დევნილობის ეპოქაში ნიკომიდია მრავალი ქრისტიანის წამებით სიკვდილის ადგილი გახდა.

303 წლის 23 აპრილს, ნიკომიდიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს, რვადღიანი საშინელი წამების შემდეგ, თავი მოჰკვეთეს წმიდა დიდმოწამე ძლევაშემოსილ გიორგის. მოწამეობრივი აღსასრული მიიღეს ასევე წმინდანებმა: დიდმოწამე და მკურნალმა პანტელეიმონმა, მოწამეებმა ტროფიმემ, ევსებიმ, კალისტემ, ერმოლემ, ანთიმემ, ნიკომიდიელი ეპისკოპოსმა ბაბილამ და მისმა 84 მოწაფემ. წამებულ ქრისტიანთა საერთო რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს.

XIV საუკუნეში ქალაქი დაიპყრეს თურქ-ოსმალებმა და გადაარქვეს იზმითი, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის დროს – ქოჯაელი. ამჟამინდელ თითქმის ორმილიონიან ქალაქში დაახლოებით 3 000 რუსულენოვანი მოქალაქე ცხოვრობს

 

mospat.ru

https://mospat.ru/ge/news/90093/

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων