პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა (ფოტოქრონიკა)
ამა წლის 25 აპრილს 40 დღე შესრულდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან.
ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.
ღვთისმსახურებას მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი, ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
წირვის დასრულების შემდეგ აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. ღვთისმსახურების ბოლოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მრევლს ქადაგებით მიმართა.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










