სამების საკათედრო ტაძარში 66-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
ა.წ. 27 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 66-ე ეტაპი ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს კიდევ 965 ბავშვი შეემატა.
მისმა უწმინდესობამ დალოცა ნათლულები და გაქრისტიანება მიულოცა.
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, – ნათლობას 900-ზე მეტი ბავშვისა. ბედნიერი იყავით, გაიხარეთ. ვლოცავ თქვენს ოჯახებს, თქვენს მშობლებს, თქვენს და-ძმებს.
ჩვენი ნათლულია უკვე 45000 ბავშვი. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ თქვენ და სრულიად საქართველომ.
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










