საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა (ფოტოქრონიკა)
აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია თომას კვირას, კვირაცხოვლობას აღნიშნავს.
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა. თანამსახურებდნენ სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა.
ფოტო: ნინო სოზაშვილი

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










