11/10/2022 11/10/2022 მიმდინარე წლის 3-4 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ ორგანიზებით, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიისა და მუსლიმური თემის წარმომადგენელ სასულიერო პირთა შეხვედრა. ღონისძიებაზე განხილულ იქნა საკითხები კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით როგორც ეროვნულ, ასევე სათემო დონეზე. გაიმართა მსჯელობა რელიგიისა და სასულიერო პირთა როლზე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. პროექტის ფინანსური მხარდაჭერით,...
11 Οκτωβρίου, 2022 - 16:29

სასულიერო პირთა შეხვედრა კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით

Διαδώστε:
სასულიერო პირთა შეხვედრა კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით

მიმდინარე წლის 3-4 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ ორგანიზებით, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიისა და მუსლიმური თემის წარმომადგენელ სასულიერო პირთა შეხვედრა.
ღონისძიებაზე განხილულ იქნა საკითხები კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით როგორც ეროვნულ, ასევე სათემო დონეზე. გაიმართა მსჯელობა რელიგიისა და სასულიერო პირთა როლზე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
პროექტის ფინანსური მხარდაჭერით, მონაწილეები ურთიერთთანამშრომლობით განახორციელებენ სათემო სამშვიდობო ინიციატივებს, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის მიმღებლობის გაზრდას, გაუცხოების შემცირებას, შემწყნარებლობას და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობას.
აქტივობა განხორციელდა პროექტის – „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ – ფარგლებში, რომელიც შვეიცარიული საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS-EPER-ისა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით უკვე 15 წელია წარმატებით მიმდინარეობს და ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება-განმტკიცების პროცესში ქართველი, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων