საქართველოს ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის საპატრიარქოში
საქართველოს ეკლესიის დელეგაცია დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ხელმძღვანელობით იერუსალიმის საპატრიარქოს ეწვია, ინფორმაციას საპატრიარქოს პრეს-სამსახურის გვერდი ავრცელებს:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა
ამა წლის 5 მაისს იერუსალიმში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მეთაურობით, იერუსალიმის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილე III-ს ეწვია.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის ურთიერთობაზე, იმ აქტუალური საკითხებისა და სირთულეების თაობაზე, რაც თანამედროვე სამყაროში საეკლესიო ცხოვრებას ახლავს.
შეხვედრის დასასრულს უნეტარესმა თეოფილემ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს ხატი უსახსოვრა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს თბილი მოკითხვა გადასცა.” – ნათქვამია განცხადებაში
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










