29/09/2023 29/09/2023 2023 წლის 28 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა შეხვედრა თემაზე: აფხაზეთი, – თანამედროვე რეალობა და გამოწვევები. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს, აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, სამეცნიერო წრისა და საზოგადოების წარმომადგენლები და ომის ვეტერანები. შეხვედრა მიზნად ისახავდა აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემასთან დაკავშირებული ფაქტების განხილვას. სამწუხაროდ, ანტიქართულ ძალებთან საინფორმაციო ომში ჩაბმული ქართული მხარე ჯერჯერობით ვერ ახერხებს...
29 Σεπτεμβρίου, 2023 - 16:56

საქართველოს საპატრიარქოში აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

Διαδώστε:
საქართველოს საპატრიარქოში აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

2023 წლის 28 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა შეხვედრა თემაზე: აფხაზეთი, – თანამედროვე რეალობა და გამოწვევები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს, აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, სამეცნიერო წრისა და საზოგადოების წარმომადგენლები და ომის ვეტერანები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემასთან დაკავშირებული ფაქტების განხილვას.

სამწუხაროდ, ანტიქართულ ძალებთან საინფორმაციო ომში ჩაბმული ქართული მხარე ჯერჯერობით ვერ ახერხებს საერთაშორისო დონეზე სათანადოდ უზრუნველყოს კონფლიქტის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ამას ემატება ქართულ სივრცეშიც ისეთი საინფორმაციო გარემოს შექმნა, რომელიც ზიანს აყენებს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ნებსით თუ უნებლიეთ, მხარს უჭერს სეპარატისტულ ძალებს.

აღინიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება ქართველი ხალხის სამართლიანი მისწრაფების – მშვიდობით აღადგინოს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, – განხორციელებისთვის.

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων