საქართველოში პოლონეთის საელჩო შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს – „გისურვებთ მხნეობას, სიბრძნესა და უფლის შეწევნას ამ უმნიშვნელოვანესი მისიის აღსრულებაში“
საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის არჩევას, – ამის შესახებ საელჩოს ფეისბუქგვერდზეა ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის იდენტობისა და კულტურის საფუძველს წარმოადგენს.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გისურვებთ მხნეობას, სიბრძნესა და უფლის შეწევნას ერის სულიერი წინამძღოლის ამ უმნიშვნელოვანესი მისიის აღსრულებაში. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს იდენტობისა და კულტურის საფუძველს წარმოადგენს, და ყველა მორწმუნეს ვუსურვებთ მშვიდობას, სულიერ ერთობასა და აღმავლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










