26/06/2023 26/06/2023 №5 (ქალთა) დაწესებულების მსჯავრდებულთათვის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა ქართველი გმირების თემატიკაზე სპექტაკლი წარმოადგინეს. ჯაზ-კვარტეტის მონაწილეობით ქალი პატიმრებისთვის რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შესრულდა. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით ჩატარდა. წარმოდგენას დაწესებულების თანამშრომლები და...
26 Ιουνίου, 2023 - 17:13

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით ქალთა დაწესებულებაში თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა

Διαδώστε:
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით ქალთა დაწესებულებაში თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა

№5 (ქალთა) დაწესებულების მსჯავრდებულთათვის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა ქართველი გმირების თემატიკაზე სპექტაკლი წარმოადგინეს. ჯაზ-კვარტეტის მონაწილეობით ქალი პატიმრებისთვის რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შესრულდა.
ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით ჩატარდა.
წარმოდგენას დაწესებულების თანამშრომლები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს იმ აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც მსჯავრდებულებს გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებასა და რეინტეგრაციაში დაეხმარება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων