17/05/2021 17/05/2021 ქრისტე აღდგა! გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის მენელსაცხებლე დედების დღე. იმ დედებისა, რომელთაც არ შეეშინდათ იმ დროს, როცა ჯვარზე გააკრეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მოციქულები დაიფანტნენ და მენელსაცხებლე დედები კი იდგნენ და დასტიროდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს. მათთან ერთად იყო იოანე ღვთისმეტყველი. დღეს მენელსაცხებლე დედებთან ერთად ვდღესასწაულობთ ნიკოდიმოსის ხსენებას, და ასევე – იოსებისას, რომელმაც უფალს დაუთმო თავისი...
17 Μαΐου, 2021 - 19:29

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

ქრისტე აღდგა!

გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის მენელსაცხებლე დედების დღე. იმ დედებისა, რომელთაც არ შეეშინდათ იმ დროს, როცა ჯვარზე გააკრეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მოციქულები დაიფანტნენ და მენელსაცხებლე დედები კი იდგნენ და დასტიროდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს. მათთან ერთად იყო იოანე ღვთისმეტყველი.

დღეს მენელსაცხებლე დედებთან ერთად ვდღესასწაულობთ ნიკოდიმოსის ხსენებას, და ასევე – იოსებისას, რომელმაც უფალს დაუთმო თავისი საფლავის ადგილი.

ჩვენ აგრეთვე ვიხსენებთ დღეს თამარ მეფეს; იმდენად დიდი იყო და არის თამარ მეფის ღვაწლი, რომ მენელსაცხებლე დედებს ედრება.

დღეს აგრეთვე არის ხსენება დავით წინასწარმეტყველისა. დავით წინასწარმტყველი გამეფდა 30 წლისა და იმეფა 40 წელი*. მთელი თავისი ცხოვრება დაუთმო ხალხის სულიერ ამაღლებას.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ძლიერდება ცოდვა, მაგრამ, ამავე დროს, ძლიერდება კეთილი საქმე და რწმენა. კეთილი გაიმარჯვებს! არ უნდა შეგეშინდეთ, სიკეთე მუდამ იმარჯვებს!

ჯვარი გეწეროთ.

მე ვლოცავ თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს; ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა.

ჩვენთან არს ღმერთი!

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων