06/05/2022 06/05/2022 ნიკოლოზ წულუკიძეს და თეკლა კოსტავას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს პატარა კიტა – კონსტანტინეს გარდაცვალებას ყველა გლოვობს და გულითადი თანამონაწილეა თქვენი მწუხარებისა. ჩვენგანაც მიიღეთ სამძიმარი და თანაგრძნობა იმ დიდი ტკივილის გამო, რასაც ბავშვთან განშორებით განიცდით; მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს განშორება დროებითია, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, არამედ სწორედ გარდაცვალების შემდეგ იწყება მარადიული ცხოვრება, მონათლულ...
06 Μαΐου, 2022 - 16:39

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ნიკოლოზ წულუკიძეს და თეკლა კოსტავას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

პატარა კიტა – კონსტანტინეს გარდაცვალებას ყველა გლოვობს და გულითადი თანამონაწილეა თქვენი მწუხარებისა.

ჩვენგანაც მიიღეთ სამძიმარი და თანაგრძნობა იმ დიდი ტკივილის გამო, რასაც ბავშვთან განშორებით განიცდით; მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს განშორება დროებითია, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, არამედ სწორედ გარდაცვალების შემდეგ იწყება მარადიული ცხოვრება, მონათლულ ყრმათათვის კი,- როგორიც კიტა-კონსტანტინეა, – მარადიული ნეტარი ცხოვრება.

მჯერა, მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დაიმკვიდრებს და შემწედ და მფარველად მოგევლინებათ. თქვენ კი უფალმა გაგაძლიეროთ რწმენაში, მოგცეთ მშვიდობა და ღვთის გზით დაუბრკოლებელი სვლის უნარი. აღდგომილმა მაცხოვარმა დაგიცვათ და განგამტკიცოთ, ამინ.
ქრისტე აღსდგა!

 

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
05.05.2022

 

 

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων