სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი
ქალბატონ შუქია აფრიდონიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
ქალბატონ შუქია აფრიდონიძის სახით კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ცნობილ ქართველ მეცნიერთა რიგებს.
მან თაობები აღზარდა და უდიდესი წვლილი შეიტანა უცხოური ქართველოლოგიური სკოლის აღორძინებაში, საქართველოს ტოპონომიის, ქართული ენის სტილისტიკისა და ლექსიკოლოგიის შესწავლაში.
აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი შუქიას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა.
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










